საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ შინ „კაენს“ დაუზავდა და ისევ ვერ მოიგო. ჟირონდელები აგებდნენ, მაგრამ ქულა ზურიკო დავითაშვილის გოლით გადაარჩინეს.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვიზავი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ეს ზურიკოს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში, გარდა ამისა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა (9 მატჩში).
„ბორდო“, რომელსაც 1 ქულა დაკლებული აქვს, 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 ოქტომბერს, „ლავალს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.