ფეხბურთი

1:05 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მუდრიკმა "ჩელსიში" სადებიუტო გოლი გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ დერბიში „ფულჰემს“ გასვლაზე 2:0 აჯობა და პრემიერლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ანგარიში მიხაილო მუდრიკმა მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო ერთ წუთში არმანდო ბროიამ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მუდრიკმა „ჩელსის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ჩელსიმ“ ამ გამარჯვებით 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში კი 7 ოქტომბერს, „ბარნლის“ ესტუმრება.

0.122459