ფეხბურთი

0:02 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელმა საზონოვის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვის ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოტეხილობა არ აქვს და ფეხი შეშუპებულია. უახლოეს დღეებში გამოჩნდება, როგორი იქნება მისი მდგომარეობა.

„ფეხში ჩაარტყეს, დააბიჯეს, მაგრამ მოტეხილობა არ არის. რენტგენი გადავუღეთ, ახლა შეშუპებულია და ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ მოტეხილობა არ აქვს, რაც უკვე მნიშვნელოვანია. მიმდინარე კვირაში შევაფასებთ მის მდგომარეობას, ვნახოთ, როგორ იქნება“, - აღნიშნა იურიჩმა.

„ტორინოს“ მწვრთნელს ასევე ჰკითხეს ტაქტიკურ გადაადგილებაზე, რადგან საზონოვმა მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, როდესაც „ლაციოსთან“ ცენტრში მოქმედებდა. მან ამჯერად ადგილი პეერ სხუურსს გაუცვალა.

„ეს არჩევანი ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე გავაკეთე. „ლაციოსთან“ სიტუაცია განსხვავებული იყო, საზონოვი არ გახლდათ მზად მესამე მცველად ეთამაშა, დღეს კი, უფრო ადვილი იყო ტაქტიკურ დონეზე ამის გაკეთება“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 9 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ტურინულ დერბიში თამაში მოუწევს. საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში დღემდე ორჯერ ითამაშა.

0.116314