საბა საზონოვმა „ვერონასთან“ მხოლოდ 26 წუთი ითამაშა და მოედანი ტრავმის გამო დატოვა. თუმცა, ამ დროშიც მოასწრო თავის კარგად წარმოჩენა და იტალიურმა მედიამ მისი თამაში ასე შეაფასა.
Toro.it – 6 ქულა: „აცრემლებული გადის მოედნიდან. დარტყმის შემდეგ მაინც ცდილობს არ დანებდეს. სამწუხაროა, რადგან საწყის 20 წუთში ცუდად არ უთამაშია, პირიქით“.
Eurosport – 6 ქულა: „20 წუთი სუფთად ითამაშა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო“.
Tuttomercatoweb – 6 ქულა: „ლაციოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ უფრო მეტს აჩვენებს. სხეულს მეტოქის დასაჯაბნად იყენებდა. პირველ ტაიმში ძლიერი დარტყმა მიიღო ფეხში, სცადა თამაშის გაგრძელება, მაგრამ იძულებული გახდა დანებებულიყო“.
Toronews – 6 ქულა: „ქართველს არ გაუმართლა, ტრავმა ახლა ბოლო იყო, რისი სურვილიც შეიძლება „ტორინოში“ ჰქონოდათ. იმედია, მოედანს მალე დაუბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 9 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ტურინულ დერბიში თამაში მოუწევს. საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში დღემდე ორჯერ ითამაშა.