საბა საზონოვი „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, სხვა მცველების ტრავმიდან მან შესანიშნავი შანსი მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ არ გაუმართლა.
ქართველი მცველი „ვერონასთან“ მატჩის სტარტზე დაშავდა და შეცვალეს. საბამ დაზიანება მე-19 წუთზე მიიღო, თამაში გააგრძელა, მაგრამ 27-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და მოედანი მართალია თავისი ფეხით, მაგრამ აცრემლებულმა დატოვა.
ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი და სიმძიმე, შესაძლოა ცრემლები იმით იყო გამოწვეული, რომ ასეთი შანსის მიღების შემდეგ ტრავმა მიიღო. ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა. საბა მოედანზე გატარებულ პერიოდში თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
ახლოსაა სანაკრებო პაუზაც, საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში შეიკრიბება. მანამდე „ტორინოს“ 7 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ტურინულ დერბიში თამაში მოუწევს. საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში დღემდე ორჯერ ითამაშა.
"ტორინოსა" და "ვერონას" მატჩი 0:0 დასრულდა. "ხარებს" 7 ტურში 9 ქულა აქვთ მოპოვებული.