ფეხბურთი

18:33 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "ჩემპიონთა ლიგა "რეალის" სახლია, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ „ნაპოლი“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.

„ჩემპიონთა ლიგა „რეალის“ სახლია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ, რომელიც სავსე იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სირთულეები შევუქმნათ. მზად ვართ და საინტერესო თამაში იქნება. ვინისიუსი? მიუხედავად ასაკისა, ის დიდი ფეხბურთელია, მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ როგორც მწვრთნელმა თქვა, არა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, არამედ მთელ გუნდს.

ოსიმენი? ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, არ შეცვლილა გუნდთან მისი ურთიერთობა, ყოველთვის მზადაა თანაგუნდელების დასახმარებლად, ის ჩვეულებრივი ოსიმენია. შესანიშნავი ფეხბურთელია და ყველაფერს გააკეთებს, როგორც ყველა დანარჩენი „რეალის“ წინააღმდეგ.

ზოგჯერ შეცდომებს მეც ვუშვებ, ვფიქრობ, შრომით, სხეულზე ზრუნვით, ვარჯიშით და ზოგადად, ცხოვრების სტილით ვახერხებ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, შეცდომებს მეც ვუშვებ, როგორც ყველა ადამიანი.

მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რაც რთულია, რადგან ამ ტურნირზე ადვილი მატჩები არ არსებობს. ყველაფერი ეპიზოდებსა და დეტალებზეა დამოკიდებული. მოდი, ჯერ მერვედფინალში გავიდეთ და შემდეგ ვნახოთ, სადამდე მივალთ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ, მათი დაპირისპირება კი, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.164574