ლეგენდარული 34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდინიო, რომელიც ამჟამად მექსიკურ “კერეტაროში” თამაშობს, ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით 2015 წელს შესაძლოა ამერიკის MLშ-ის ბინადარ “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადავიდეს.
“გაუჩო” მექსიკურ კლუბში წელს ჩაირიცხა და 8 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. კარიერის საუკეთესო წლები კი მას “ბარსელონას” მაისურით აქვს გატარებული. 2005 წელს კი “ოქროს ბურთიც” მოიგო.