ფეხბურთი

14:23 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსმა კიმ მინ-ჯე გააკრიტიკა: „ის „ბაიერნის“ გაურკვევლობის ფაქტორია“

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ლოთარ მათეუსმა, ჟურნალიტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა მიუნხენური კლუბის ახალწვეულის, ექს-ნეაპოლელი მცველის, კიმ მინ-ჯეს შესახებ.

„კიმი ჯერ არ არის მზად. ის არის „ბაიერნის“ გაურკვევლობის ფაქტორი. უპირველესად მას ბუნდესლიგასთან შეგუება სჭირდება. არაფერი მაქვს ფეხბურთელის საწინააღმდეგო, მაგრამ მან ჯერ ვერ გაამართლა ის მოლოდინი, რაც მას იტალიაში მიღებული ქების გამო ჰქონდა.“ - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sky Sport Germany.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ეფექტური ქმედება არ შეუსრულებია. გასულ სეზონში, „ნაპოლიში“ თამაშისას, კიმმა სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111885