ფეხბურთი

11:18 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპმა ამ მომენტისთვის „ლივერპულის“ მთავარი პრობლემა დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის მე-7 ტურის „ტოტენჰემთან“ მატჩში (1:2), კოდი გაკპოს მიერ მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა და მას მთავარი პრობლემა უწოდა.

„გაკპო კოჭლობს. მართალი გითხრათ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ახლა. ორი მოთამაშე წითელი ბარათების გამო დავკარგეთ და შესაძლოა, მესამე ტრავმის მიზეზით გამოგვაკლდეს. ძალიან ცუდია.

კოდიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ამ დარტყმის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი იგრძნო. დაზიანება მან მანამდე მიიღო.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Athletic.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის შვიდი ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ლივერპული“ 16 ქულით - მეოთხეზე.

მომდევნო ტურში, 8 ოქტომბერს, „ლივერპული“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუპირისპირდება.

0.116721