ფეხბურთი

1:14 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსია" "ბეტისთან" დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ სევილიაში, „ბეტისს“ ესტუმრა და 0:3 წააგო. რუბენ ბარახას გუნდმა ძალიან სუსტად ითამაშა და ანგარიშის სხვაობა თავისუფლად შეიძლებოდა უფრო სოლიდური ყოფილიყო.

ანგარიში 41-ე წუთზე ასანე დიაომ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში მარკ როკამ და აბდე ეზალზულიმ ორი ბურთი დაამატეს. გიორგი მამარდაშვილს გოლებში ბრალი არ მიუძღვის. მან 4 დარტყმა მოიგერია, საიდანაც აღსანიშნავია 51-ე წუთზე ისკოს წინააღმდეგ სეივი, რომელიც ძალიან ეფექტური იყო.

ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში ორჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 10 გოლი გაუშვა.

„ვალენსია“ 10 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ოქტომბერს, „მალიორკას“ ესტუმრება.

0.128333