ფეხბურთი

0:10 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"როსარიო სენტრალის" გულშემატკივარი ქვის სროლის შედეგად მოკლეს

არგენტინაში „როსარიო სენტრალის“ გულშემატკივარი ქვის სროლის შედეგად დაიღუპა. როგორც TyC Sports-ი იტყობინება, ტრაგედია „როსარიოს“ და „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მატჩის შემდეგ მოხდა.

ქალი მოტოციკლზე შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა და „როსარიოს“ მაისური ეცვა, რა დროსაც მას ქვა ესროლეს, რომელიც თავში მოხვდა და როგორც ჩანს, ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მცდელობა, მისი სიცოცხლე გადაერჩინათ, უშედეგო გამოდგა.

„როსარიო სენტრალი“ მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გულშემატკივრის ივანა პაულა გარსილაზო ბელონის გარდაცვალების გამო და კატეგორიულად გმობს ძალადობის ნებისმიერ აქტს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ორი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი მიიმალა და მას ეძებენ.

0.120036