„ატლანტა იუნაიტედში“ სექტემბრის თვეში საუკეთესო ფეხბურთელად საბა ლობჟანიძე აღიარეს.
ქართველ ფეხბურთელს მართლაც ნაყოფიერი თვე ჰქონდა, რომელშიც „ატლანტას“ რიგებში 4-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე „ატლანტას“ ზაფხულში „ჰატაისპორიდან“ შეუერთდა. მას MLS-ში 6 მატჩში საკუთარ ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.