„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიელ ფანებს მიმართა. საქმე ისაა, რომ ოსიმენის თანამემამულეები ბოლო დღეებში „აძურის“ სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ კომენტარებს და კლუბს ოსიმენის პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ.
ოსიმენმა კი, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ მასა და „ნაპოლის“ შორის ვერავინ ჩადგება:
„2020 წელს „ნაპოლიში“ გადასვლა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო. ნეაპოლელმა ხალხმა მიჩვენა დიდი სიყვარული და სითბო, ამიტომ ჩვენს შორის არავის ჩავაყენებ. ნეაპოლიტანელი ხალხის ვნება ამწვავებს ჩემს ცეცხლს, რომ ყოველთვის სულით და გულით ვითამაშოთ, ხოლო ამ კლუბის გერბის სიყვარული ურყევია, მაისურს ყოველთვის სიამაყით ვიცვამ. ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები ყალბია. ბევრი ნეაპოლიტანელი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემი ოჯახის და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ.
ვაფასებ ნიგერიელებს და ყველას, ვინც აიმაღლა ხმა და მხარდაჭერა გამომიცხადა. დიდი მადლობა, ყოველთვის მადლიერი ვიქნები. განვაგრძოთ ერთიანობა, პატივისცემისა და ურთიერთგაგების გავრცელება. ყოველთვის Forza „ნაპოლი“, - დაწერა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა გულშემატკივრებმა პროტესტის გამოხატვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ნაპოლის“ სოციალურ ქსელში ოსიმენზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც ფეხბურთელმა დაცინვად და შეურაცხყოფილად აღიქვა.