ფეხბურთი

14:37 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლისა" და ოსიმენს შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

„ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, გარკვეული პირობები ბოლო დროს აშკარად შეიცვალა, რის გამოც მოლაპარაკებები შეფერხდა. დი მარციო ფიქრობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემა წარმოშვა ვიდეომ, რომელზეც ოსიმენი ძალიან გაბრაზდა.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. შესაბამისად, ნეაპოლელებს მალე მოუწევთ ამ პრობლემის გადაჭრა, თუ არადა, ნიგერიელს მომდევნო ზაფხულს გაყიდიან.

0.111618