ფეხბურთი

12:29 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალვაიკის" მეკარე გონზეა და საავადმყოფოში გამოკვლევებზე რჩება

„ვალვაიკის“ მეკარე ეტიენ ვაესენი, რომელიც „აიაქსთან“ მატჩში უმძიმესად დაშავდა, გონზეა და საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.

„უკიდურესად შოკირებულები ვართ უბედური შემთხვევის გამო. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის გონზეა და საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის იმყოფება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ვალვაიკის“ პრეზიდენტმა ფრენკ ვან მოსელველდმა კი განაცხადა: „ვაესენს არ ახსოვდა რა მოხდა, მაგრამ მინდა ექიმებს მადლობა ვუთხრა მყისიერი რეაგირებისთვის და მისი გონზე მოყვანისთვის. პრობლემა არ ეხება გულს, მაგრამ ბრობის დარტყმამ, რომელმაც თავში ფეხი ჩაარტყა, გამოიწვია გონების დაკარგვა“.

შეგახსენებთ, რომ ბრაინ ბრობი ვაესენთან პირისპირ გავიდა, მაგრამ „აიაქსის“ ფეხბურთელმა ბურთს ფეხი ააცილა და მოქნეული ფეხი მეკარეს თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც 28 წლის ვაესენმა გონება დაკარგა.

0.130656