ფეხბურთი

10:27 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძემ მწვრთნელს თამაშზე უარი უთხრა"

გიორგი მიქაუტაძის კარიერა „აიაქსში“ ძალიან ცუდად დაიწყო. როგორც ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიან ვილაერტი იტყობინება, „ვალვაიკთან“ მატჩში, რომელიც 83-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა, მონაწილეობაზე უარი ქართველმა ფეხბურთელმა თავად თქვა.

ვილაერტის თქმით, მას შემდეგ, რაც მიქაუტაძემ და ჩუბა აკპომმა გაიგეს, რომ ისევ თადარიგში იქნებოდნენ, თამაშზე უარი თქვეს. ქართველს და ინგლისელს მორის სტეინი მარჯვენა გარემარბის ან 10-იანი პოზიციაზე მოიაზრებს და მათ გამოყენებას ფორვარდად არ აპირებს, სადაც ბრაიან ბრობის ენდობა.

მიქაუტაძე და აკპომიც ფორვარდები არიან და მათ მწვრთნელს უთხრეს, რომ ურჩევნიათ სკამზე ისხდნენ, ვიდრე სხვა პოზიციაზე ითამაშონ, რადგან ამას უბრალოდ აზრი არ აქვს.

გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ჯერ მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ბოლო სამი თამაში კი სათადარიგო სკამზე დარჩა... არადა, მისთვის ეს სეზონი დიდებულად დაიწყო და ლიგა 1-ის სამ ტურში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.114335