ფეხბურთი

0:35 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტაროს „პოკერი“ - „ინტერმა“ ლიდერობა დაიბრუნა

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის, შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ინტერი“ სალერნოში „სალერნიტანას“ ეწვია, 0:4 დაამარცხა და რამდენიმე საათის წინათ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

მატჩის გმირი ინტერელთა არგენტინელი შემტევი, ლაუტარო მარტინესი გახდა, რომელაც მეტქეს ოთხი ბურთი გაუტანა და „პოკერი“ შეასრულა. ლაუტარომ გოლები 62-ე, 77-ე, 85-ე (პენალტით) და 89-ე წუთებზე გაუტანა და ლიგის ბომბარდირთა დავაში 9 გოლით ლიდერობს.

ახლა „ინტერმა“ თანაქალაქელი „მილანის“ მსგავსად 18 ქულა მოაგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით, პირველ ადგილზეა.

0.113295