რაგბი

23:02 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიჯის მწვრთნელი და მორაგბეები: "ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა"

ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ საქართველოსთან მატჩის (17:12) კომენტარი გააკეთა.

„ვულოცავ საქართველოს კარგ თამაშს, გულწრფელი თუ ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ პირველ ტაიმში გვაჯობეს. ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ შედეგს მივაღწიეთ“, - თქვა რაივალუიმ.

კომენტარი გააკეთა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ლევანი ბოტიამ: „ძალიან ვამაყობ ბიჭებით, ვფიქრობ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დავბრუნდით“.

ასევე ისაუბრა ფიჯელთა კაპიტანმა ვაისეა ნაიაკალევუმ: „საოცარი თამაში იყო. საკმაოდ დაღლილი ვარ, რთული თამაში გამოვიდა. ვამაყობ ბიჭებით, რადგან გუნდური ძალისხმევა აჩვენეს. ვუთხარი ბიჭებს, რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ გვინდა ისტორია დავწეროთ და ეს ჩვენი მიზანია“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ ისევ მოგების გარეშეა და 3 ქულა აქვს (1 ფრე, 2 წაგება), ბოლო შეხვედრას კი 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია.

0.122706