დღეს, 30 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის მატჩში „მილანმა“ რომაულ „ლაციოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მილანელთა ორივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. მე-60 წუთზე ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა პორტუგალიელი რაფაელ ლეაუს გადაცემით გახსნა ანგარიში. 88-ზე კი იმავე ლეაუმ შვეიცარიელ ნახევარმცველ ნოა ოკაფორს გაატანინა.
ამ გამარჯვების შემდეგ „მილანმა“ 18 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.