„მანჩესტერ სიტიმ“ წლევანდელ პრემიერლიგაში პირველად წააგო. პეპ გვარდიოლას მრისხანე კრებული „ვულვერჰემპტონმა“ შეაჩერა. სტუმრებისთვის თავიდანვე ყველაფერი ცუდად დაიწყო, როცა მათმა მცველმა, რუბენ დიასმა მე-13 წუთზე საკუთარ კარში შეაგდო. 58-ზე ხუან ალვარესმა გაათანაბრა, მაგრამ 66-ე წუთზე კორეელმა ჩანმა გამარჯვებისა შეაგდო - 2:1.
„სიტი“ 18 ქულით გათამაშების ცხრილს კვლავ ლიდერობს, მაგრამ თუ დღის გვიან მატჩში „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ მოუგებს, პირველ ადგილზე გადაინცვლებს.
პატარა სენსაცია მოხდა ბირმინგემში, სადაც „ასტონ“ ვილამ“ ლიდერებთან სიახლოვეს მავალი „ბრაიტონი“ 6:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი მიითვალა ოლი უოტკინსმა, თითო ჯეიკობ რემზიმ და დუგლას ლუისმა გაიტანეს, ერთიც სტუმარმა პერვის ესტუპინიანმა შეაგდო საკუთარ კარში. ბრაიტონელთაგან კი თავი ექს-ბარსელონელმა, ანსუ ფატიმ გამოიჩინა.
ამისდაკვალად, „ასტინ ვილამ“ 7 მატჩის შემდეგ 15 ქულა მოაგროვა, „ბრაიტონს“ გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით მეოთხე ადგილზე დადგა. „ბრაიტონი“ - მეხუთეა.
„არსენამა“ 0:4 მოუგო სტუმრად „ბორნმუთს.“ გოლები საკამ, ედეგორმა, ჰავერცმა და უაითმა გაიტანეს. 17-ქულიანი „მეთოფეები“ მეორე ადგილზე დგანან. „ბორნმუთს“ კი 3 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია.
შინ წააგო „მანჩესერ იუნაიტედმა.“ მანკუნიანელებს „კრისტალ პალასმა“ აჯობა - 0:1.
„ნიუკასლმა“ „ბარნლის“ მიგელ ალმირონისა და ალექსანდერ ისაკის გოლებით 2:0 სძლია და 12 ქულით მერვე ადგილზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-7 ტური. 30 სექტემბერი:
ასტონ ვილა - ბრაიტონი 6:1, ბორნმუთი - არსენალი 0:4, ევერტონი - ლუთონი 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - კრისტალ პალასი 0:1, ნიუკასლი - ბარნლი 2:0, ვესტ ჰემი - შეფილდ იუნაიტედი 2:0, ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ სიტი 2:1.