„ბარსელონას“ რაფინია გაურკვეველი პერიოდით გამოაკლდა. ინფორმაცია კატალონური კლუბის საიტზეც დადასტურდა.
ბრაზილიელმა ტრავმა „სევილიასთან“ მიიღო და მან მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა. როგორც კლუბი იტყობინება, მისი დაბრუნების თარიღი დროთა განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.