ნიდერლანდების ეერსტე დივიზიონის მერვე ტურში „დენ ბოსხმა“ სტუმრად „გრონინგენი“ 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი შალვა ოგბაიძის ანგარიშზეა.
ქართველმა შემტევმა, რომელმაც 82 წუთი ითამაშა, თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.
21 წლის ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო გოლია ნიდერლანდებში მეხუთე მატჩში. ოგბაიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია და ამ სეზონამდე გერმანიაში, „მაგდებურგსა“ და „ვიქტორია ბერლინში“ თამაშობდა.