ფეხბურთი

0:55 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" სერხიო რამოსის ავტოგოლით მოიგო

ლა ლიგის მერვე ტური „ბარსელონას“ და „სევილიას“ მატჩით დაიწყო, რომელიც კატალონელებმა სერხიო რამოსის ავტოგოლით მოიგეს.

ანდალუსიელები მეტოქეს კარგა ხანს უძალიანდებოდნენ, მაგრამ 76-ე წუთზე რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და გალიდერდა, მაგრამ იქვე არიან „ჟირონა“ და „რეალი“, რომლებიც ამ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. „სევილიას“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.

0.141534