ფეხბურთი

0:12 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი არაბეთში ჯერ კიდევ უგოლოდაა, ამჯერად მან პენალტი ვერ გაიტანა

საუდი პრო ლიგის მერვე ტურში „ალ-ჰილალმა“ „ალ-შაბაბი“ 2:0 დაამარცხა, ნეიმარმა კი პენალტი გააცუდა.

ბრაზილიელი ვარსკვლავი არაბეთში ჯერ კიდევ გოლის გარეშეა და თავის გამოჩენა დღეს შეეძლო, მაგრამ 37-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, ბრაზილიელმა მეორე ტაიმში საგოლე პასი მიითვალა და კალიდუ კულიბალიმ ანგარიში გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრ მიტროვიჩმა დააფიქსირა.

„ალ-ჰილალი“ 8 ტურის შემდეგ 20 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ოქტომბერს, „ალ-ოხდუდს“ ესტუმრება, სადაც სოლომონ კვირკველია თამაშობს.

0.114398