ძიუდო

20:52 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია.

მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის მიერ 7 წონაში 9 ძიუდოისტი შეირჩა, შესაბამისად, ორი წონა გაორდა - 90 და +100 კგ. აქვე ვთქვათ, რომ ჯერ უცნობია, თუ რა შემადგენლობით იქნება საქართველო წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვაჟების შემადგენლობა კი ასეთია:

გიორგი სარდალაშვილი - 60 კგ

ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ

ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ

ტატო გრიგალაშვილი - 81 კგ

ლაშა ბექაური - 90 კგ

ლუკა მაისურაძე - 90 კგ

ილია სულამანიძე - 100 კგ

გელა ზაალიშვილი - +100 კგ

გურამ თუშიშვილი - +100 კგ

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატი 3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება.

0.114322