ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო გრაციანიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარა დაბრუნდა, მანამდე კი ნერვიულობდა, რომ მას მომღიმარს ვეღარ ხედავდა.
„კვარაცხელია დაბრუნდა, მაშინებდა ის გარემოება, რომ ვეღარ ვხედავდი მის ბედნიერ სახეს. „ნაპოლის“ თამაში არ გამკვირვებია, გაკვირვებული „უდინეზესთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ ნაჩვენები თამაშით უფრო ვიყავი. ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელსა და გუნდს შორის სიტუაცია დალაგდა“, - თქვა გრაციანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეშვიდე ტურში სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.