ფეხბურთი

0:31 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი ბავშვთან გოლის აღნიშვნაზე: "რა მშვენიერი ხარ, კვარა!"

Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ ხვიჩა კვარაცხელიას პატარა წერილი მიუძღვნა, რომლის საფუძველი ის გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი პატარა ბიჭთან ერთად იზეიმა - ბურთის მომწოდებელ ბიჭუნასთან.

„რა მშვენიერი ხარ, კვარა?! გოლზე მეტად, მშვენიერი შენი გულწრფელობით, უბრალოებით, შენი ბავშვური გამომეტყველებით და შენი ბედნიერებით. დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი, რომელმაც თავისი პატარა სახე შენს ხელებში იპოვა. 192 დღე: მაგრამ ახლა ეს ვის აინტერესებს, არა, კვარა?“, - წერს ჯორდანო.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ გოლი სამ ბავშვთან ერთად იზეიმა: ჯერ სარბენ ბილიკებზე ტრიბუნებთან ახლოს, როდესაც ორ ბავშვს და ჯაკომო რასპადორის ჩაეხუტა, შემდეგ კი, მოედანზე რომ ბრუნდებოდა, გზად მესამე ბავშვშთან ერთად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ გოლის გარდა, თავი საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.114052