ფეხბურთი

22:42 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" რობერტო დე ძერბისაც განიხილავენ

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად მომდევნო სეზონიდან შესაძლოა რობერტო დე ძერბი დაინიშნოს.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის სიაში ჩაბი ალონსოს გარდა, ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტიცაა, რომელიც „ბრაიტონში“ წარმატებით მუშაობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ ანჩელოტის შეცვლას ჩაბი ალონსოთი აპირებს მომდევნო ზაფხულს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის და დე ძერბის ვარიანტიც რეალურია.

რობერტო დე ძერბი „ბრაიტონს“ გასული სეზონიდან მოყოლებული ავარჯიშებს, მანამდე სახელი „შახტარსა“ და „სასუოლოში“ გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113949