ფეხბურთი

21:13 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" განცხადება: "ოსიმენის დაცინვა ან შეურაცხყოფა არ გვსურდა"

„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენის შესახებ გავრცელებული ვიდეოს შესახებ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

იტალიურ კლუბში აცხადებენ, რომ ამ ვიდეოს მიზანი ოსიმენის დაცინვა ან შეურაცხყოფა არ ყოფილა:

„ნაპოლის“ სურს თავიდან აიცილოს ამ თემით რაიმე სახის სპეკულაცია და ვაკონკრეტებთ, რომ ჩვენ არასოდეს გვინდოდა ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა, რომელიც ჩვენი კლუბის აქტივია.

ამის დასტურად, ზაფხულში კლუბმა მტკიცედ უარყო ყველა შეთავაზება, რომელიც მის ტრანსფერზე მიიღო. სოციალური მედია, განსაკუთრებით TikTok-ი ყოველთვის იყენებს სასაუბრო ენას მსუბუქად და კრეატიულობით, ასე რომ, მიზანი არ გვქონია ოსიმენის შეურაცხყოფის ან დაცინვის განზრახვა. ყოველ შემთხვევაში, თუ ვიქტორს შეურაცხყოფად მიაჩნია მის მიმართ, ეს არ არის ის, რასაც კლუბი აპირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.134074