ფეხბურთი

19:24 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "როგორც იქნა, კვარაცხელია თავისუფალი და კრეატიული იყო"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფულვიო ჯულიანიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ თავისუფლად ითამაშა, რამაც მას კრეატიულად მოქმედების საშუალება მისცა.

„ამ სეზონის დასაწყისი კარგი არ ყოფილა, ბევრი რამ არ მომეწონა. ბოლო ორ მატჩში „ნაპოლი“ ეთამაშა გუნდებს, რომლებიც პრაქტიკულად არასდროს უტევდნენ. გუშინ კი, გუნდში დავინახე ბევრი თვისება, რაც გასულ სეზონში ჰქონდა. ლობოტკა თამაშში უფრო ცენტრალური ფიგურა იყო და კვარა ბოლოს და ბოლოს, უფრო თავისუფალი და კრეატიული იყო.

კვარას გოლის აღნიშვნა მშვენიერი იყო, ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად სჭირდებოდა გოლი. ის შეიძლება ემოციურად არ იყოს ლიდერი, მაგრამ ყოველთვის სურს ყველას აჩვენოს, ვინ არის. მას მოედნიდან არასდროს გავიყვანდი. ოსიმენი არ მძულს, მაგრამ „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე კვარაცხელიაა. რაც შეეხება „ნაპოლის“, უნდა დაველოდოთ, ერთი მერცხალი სამწუხაროდ გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, - თქვა ჯულიანიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

0.107872