ფეხბურთი

17:28 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია და მესი: გასული სეზონიდან მათნაირი მაჩვენებელი არავის აქვს

ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა.

როგორც Opta იტყობინება, გასული სეზონის სტარტიდან დღემდე კვარამ 6-ჯერ მოახერხა ერთ მატჩში, როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე პასი გაკეთება. ამ პერიოდში კი, ტოპ ლიგაში (სერია A, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, ლიგა 1, ჩამონათვალში სხვა ტურნირის მატჩები არ შედის) 6 თამაშში გოლი+პასის მითვლა ხვიჩას გარდა, მხოლოდ ლიონელ მესიმ მოახერხა.

მათ შემდეგ მოდიან ნეიმარი და ლუის ოპენდა, რომლებმაც მსგავსი რამ გასული სეზონიდან 5-ჯერ გააკეთეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მესი და ნეიმარი ტოპლიგაში აღარ გამოდიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

0.113728