Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „უდინეზესთან“ „ნაპოლის“ თამაშზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთი მატჩი ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი უდავოდ კარგი ამბავია კლუბისთვის.
„შეფასებებშიც საჭიროა ბალანსი. „ნაპოლი“ ტრანსფორმაციის პერიოდს გადის და ერთი მატჩი არ არის საკმარისი ყველა პრობლემის გადასაჭრელად. თუ კვარაცხელია მატჩში განსხვავების შექმნას ახერხებს, შედეგი ბუნებრივად მოდის, მოედანზე სიტუაციას მწვრთნელი კი არ განსაზღვრავს, არამედ ფეხბურთელები. ეს კვარას პირველი გოლია თვეების შემდეგ. გუნდს გასულ სეზონთან შედარებით რაც ყველაზე მეტად აკლდა, სწორედ კვარას წვლილი იყო“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ გამართავს.