მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა, საუდის არაბეთის გუნდებში გადასული მოთამაშეების მოტივაციაზე ისაუბრა.
„თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი გზა. არ ვამბობ, რომ ცუდია საუდის არაბეთში წასვლა. თავად 27 წლის გადავბარგდი ჩინეთში. რა თქმა უნდა, ფულის გამო. ნუ მელაპარაკებით სპორტულ პროექტებზე. სიმართლე ეს არის.“- ციტირებს ვიტსელის სიტყვებს SPORTface.it.
ვიტსელი ჩინურ „ტიანცინში“ 2017-18 წლებში თამაშობდა. 2022 წლიდან კი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია.