ფეხბურთი

12:24 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კორნეევი: „ხვიჩამ სასწაულები იმიტომ შექმნა, რომ თავისუფლად თამაშობდა, ახლა მას აქვს განცდა „მე უნდა გავაკეთო"

ცსკა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, იგორ კორნეევმა, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა.

„ყოველთვის რთულია პირველი წლის გამეორება, რადგან მეტოქეები მზად არიან შენთვის, გარდა ამისა, ფეხბურთელის გარემოც არ უწყობს ხელს მის კონცენტრირებას. ზეწოლა, რომელსაც ხვიჩა გრძნობს...

მან სასწაულები შექმნა იმიტომ, რომ თავისუფლად თამაშობდა, მაგრამ ახლა აქვს გრძნობა „მე უნდა გავაკეთო“. როგორც კი ყმაწვილურ მდგომარეობას დაუბრუნდება, მაშინდელს, როცა ფეხბურთის თამაში დაიწყო, ყველაფერი თავისთავად დალაგდება.“ - ციტირებს კორნეევის სიტყვებს Match TV.

გუშინ, 27 სექტემბერს, იტალიური სერია A-ს მეექვსე ტურში, „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ამას 192 დღე ველოდით.

ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.115292