11:52 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის" ლიგის თასიდან გავარდნის შესახებ: როგორ ფიქრობთ, ჩვენი მიზანი კვადრპული იყო?

„მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის ლიგის თასიდან გავარდნის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ კარაბაოს თასის მესამე რაუნდის მატჩში „სიტი“ „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი კვადრპულის (ოთხივე ტურნირი: პრემიერლიგა, ინგლისის ორი თასი და ჩემპიონთა ლიგა) მოგება იყო? თრებლი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელზე მეტია. წარმოუდგენელი თამაში ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ მათ მოუმატეს, უფრო აგრესიულები გახდნენ და გოლიც გაიტანეს. ვულოცავ „ნიუკასლს.“ - თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ეს პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში ძირითად დროში 10 ოფიციალურ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ გასული სეზონის ბოლოს თრებლი (პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა) მოიგო. გვარდიოლა გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორჯერ მიაღწია თრებლს (პირველად მან ეს „ბარსელონაში“ მუშაობისას მოახერხა, 2008/2009 წლების სეზონში).

0.114789