ფეხბურთი

11:19 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით 20:6

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში, „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა „ლესტერი“ – 3:1 და მეოთხე რაუნდში „ბორნმუთს“ შეხვდება.

ამრიგად, მერსისაიდელებმა ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვეს საერთო ანგარიშით 20:6.

გასულ მატჩებში „ლივერპულმა“ „ბურნმუთი“ (3:1), „ნიუკასლი“ (2:1), „ასტონ ვილა“ (3:0), „ვულვერჰემპტონი“ (3:1) და „ვესტ ჰემი“ (3:1) დაამარცხა. ასევე, კლოპის გუნდმა გასულ კვირას ევროპა ლიგის გახსნის მატჩში ავსტრიულ ლასკს მოუგო სტუმრად - 3:1.

„ლივერპული“ მომდევნო მატჩს შაბათს, 30 სექტემბერს გამართავს. კლოპის გუნდი პრემიერლიგაში სტუმრად „ტოტენჰემს“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.112976