ფეხბურთი

2:31 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "უგოლო სერიის დროს ნერვიულობა ნორმალურია, ჩვენ დავბრუნდით"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან ტელეკომპანია DAZN-ს უთხრა, დიდხნიანი უგოლო სერიის დროს ნერვიულობა ნორმალურია, მაგრამ მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება.

„გოლი მაკლდა, მაგრამ ფეხბურთში ესეც ხდება, არის მსგავსი მომენტები, ამ დროს, როცა თვეებია გოლი არ გაგიტანია, ნორმალურია ნერვიულობა. ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე, ასე უნდა გავაგრძელოთ.

რა შეიცვალა ბოლო დღეებში? გამარჯვებას ვიმსახურებდით. „ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ ერთმანეთს ვესაუბრეთ და მნიშვნელოვანი იყო ლამაზი თამაშით მოგება, მწვრთნელთან ერთად ვთქვით, რომ სანახაობრივად უნდა გვეთამაშა.

არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია გუნდში წვლილი ყველამ შევიტანოთ. ეს ნამდვილი „ნაპოლია“? ალბათ დავბრუნდით, შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და უნდა ვეცადოთ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ფორცა „ნაპოლი“!“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

0.118248