ფეხბურთი

1:40 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" "სოსიედადთან" დამარცხდა, ლა ლიგას "ჟირონა" ლიდერობს!

ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვალენსიამ“ „სოსიედადს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა თამაში სეივის გარეშე დაასრულა, თუმცა მარცხი მისი ბრალი არ არის.

32-ე წუთზე ბასკებმა ერთადერთხელ დაარტყეს ვალენსიელთა კარში და კარლოს ფერნანდესმა მამარდაშვილს აჯობა. თუმცა, ქართველის ბრალეულობის გარეშე, რომელსაც გოლი ახლო მანძილიდან გაუტანეს - გიორგის შანსი ნამდვილად არ ჰქონდა.

„ვალენსიამ“ თამაში ვერ გადაარჩინა და უქულოდ დარჩა. შედეგად, რუბენ ბარახას გუნდს შვიდ ტურში 10 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ბეტისს“ ესტუმრება.

სხვათა შორის, ლა ლიგას 7 ტურის თავზე „ჟირონა“ ლიდერობს, რომელიც 19 ქულითაა პირველ ადგილზე - 6 მოგება, 1 ფრე!

0.128224