ფეხბურთი

16:44 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდთან" შეწყვეტილი მატჩი გაგრძელდა და "აიაქსმა" წააგო, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

ნიდერლანდების ერედივიზიონის ბოლო ტურში შეწყვეტილი მატჩი „აიაქსსა“ და „ფეიენოორდს“ შორის დღეს 55-ე წუთიდან გაგრძელდა.

ამ დროისთვის როტერდამელები უკვე 3:0-ს იგებდნენ, მოპოვებული უპირატესობა კი დღესაც გაზარდეს და საბოლოოდ 4:0 გაიმარჯვეს. კვლავ არ უთამაშია გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე ზედიზედ მეორე მატჩია დარჩა...

აშკარაა, რომ მორის სტეინი ქართველ თავდამსხმელს ჯერჯერობით არ მოიაზრებს არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ მნიშვნელოვან ფეხბურთელებში.

„აიაქსმა“ ერედივიზიონში ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო, ყველა ტურნირზე კი, მიჯრით 6 მოუგებელი თამაში დაუგროვდა. ამსტერდამელები 5 თამაშში მოპოვებული 5 ქულით მე-4 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებთ. „აიაქსი“ მომდევნო ტურში 30 სექტემბერს, სტუმრად „ვალვაიკს“ დაუპირისპირდება.

0.117084