ფეხბურთი

21:00 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოჯი: "ნაპოლის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის დაძაბულობა ზღვარზეა"

„იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ის ფიქრობს, რომ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელ, რუდი გარსიას შორის დაძაბულობა ზღვარზეა.

„მწვრთნელის შეცვლით აუცილებლად შეიცვლებოდა გუნდის მოსამზადებელი პროცესიც. კიმის გაყიდვამ დაცვის ხაზი დაასუსტა, ისევე, როგორც გუნდი დასუსტდა სპალეტის და ჯუნტოლის წასვლით, რაც უარყოფითად აისახებოდა გუნდზე. „ბოლონიასთან“ მატჩში ნახევარდაცვის სისუსტეები გამოჩნდა, ოსიმენმა პენალტი გააცუდა და შეცვალეს, ისევე, როგორც შეცვალეს კვარაცხელია, რასაც ფანების სტვენა მოჰყვა. ვფიქრობ, რომ გუნდის ურთიერთობა მწვრთნელთან კარგი არ არის და დაძაბულობა ზღვარზეა“, - თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.115029