ფეხბურთი

20:17 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისის და "ნაპოლის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

„ნაპოლი“ და მისი პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი იტალიის პროკურატურის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დე ლაურენტისის წინააღმდეგ რომის პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო. უფრო კონკრეტულად, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის.

2020 წელს „ნაპოლიმ“ ოსიმენი ფრანგული „ლილიდან“ 71 მილიონ ევროდ შეიძინა, საიდანაც იტალიელებმა მხოლოდ 50 მილიონი გადაიხადეს. დანარჩენ 21 მილიონ ევროდ კი, ნეაპოლელთა იმ დროისთვის მესამე მეკარე, ორესტის კარნეზისი და ახალგაზრდა ფეხბურთელები, ჩირო პალმიერი, ლუიჯი ლიგუორი და კლაუდიო მანცი შეფასდნენ, რომელთაც პროფესიონალურ დონეზე არც მანამდე და არც მას მერე არ უთამაშიათ.

ამიტომაც, არსებობს ეჭვი, რომ დე ლაურენტისმა ფინანსური კაპიტალი ხელოვნურად გაზარდა და საქმე ცრუ აღრიცხვასთან გვაქვს.

უცნობია, სასჯელი, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აურელიო დე ლაურენტისს და „ნაპოლის“ ელოდებათ. თუმცა, არაა გამორიცხული კლუბს ქულები დააკლონ.

0.124561