ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ დღევანდელი ვითარება აურელიო დე ლაურენტისის დამსახურებაა.
როგორც მან აღნიშნა, დე ლაურენტისმა ყველაფერი გააფუჭა, რადგან საუკეთესო სპორტული დირექტორი (კრისტიანო ჯუნტოლი) და მწვრთნელი (ლუჩანო სპალეტი) ვერ შეცვალა.
„თუ შენ გყავს ფერარი, მაგრამ მძღოლი არ გყავს, შეცვლი ბორბლებს, შეცვლი ფერს, ყველაფერს შეცვლი, ე.ი. შენი ბრალია. დე ლაურენტისს ყველაფერი ხელში ჰქონდა, უძლიერესი დირექტორი და მწვრთნელი, მაგრამ მან სათამაშო სამ დღეში გატეხა. მოიყვანა გუნდში შეუფერებელი მწვრთნელი, რომელიც საუდის არაბეთში გაათავისუფლეს, სადაც ფეხბურთი არ არსებობს. ეს სენსაციური შეცდომა იყო. გარდა ამისა, საერთოდ არ მომწონს გარსიას კომუნიკაცია, ის არასწორად საუბრობს, მან ჩვეულებრივ გუნდად აქცია კლუბი, რომელიც გასაოცარ ფეხბურთს თამაშობდა“, - თქვა კასანომ.