ფეხბურთი

12:48 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: „ლეაუ ხელს უშლის „მილანს“ გუნდად გადაქცევაში“

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, გუნდის თამაშზე „მილანის“ გარემარბის, რაფაელ ლეუს გავლენაზე ისაუბრა.

„ლეაუს, ქცევა მოედანზე, დაცვაში უხალისოდ დაბრუნებისა და ჯგუფში მუშაობის იგნორით, არის ის, რაც ხელს უშლის მილანს გუნდად გადაქცევაში. თუ გვინდა, რომ კლუბმა ხარისხობრივი ნახტომი გააკეთოს, აუცილებელია, რომ გუნდში ყველა მოთამაშე იყოს ფუნქციური და შეძლოს საკუთარი თავის გაწირვა საერთო წარმატებისთვის“, - ციტირებს საკის სიტყვებს Footmercato.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 24 წლის ფეხბურთელმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117374