ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ზოგიერთი ევროპული ლიგის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.
„შეგვიძლია გავაანალიზოთ სიტუაცია თითოეულ ლიგაში. ვფიქრობ, პრემიერლიგაში ბევრი ფული ფუჭად იხარჯება. კონკრეტული მოთამაშეების დასახელება არ მინდა, მაგრამ შესაძლოა მათი შესაძლებლობები გადაჭარბებულია.
ერთადერთი ლიგა, რომელსაც შეგვიძლია ჩვენი ჩემპიონატი შევადაროთ, არის ბუნდესლიგა, რადგან მხოლოდ ის და ჩვენ ვართ სტაბილურები. კეინი პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ფეხბურთელში ამდენი ფული გადაიხადეს. ლა ლიგას შეუძლია გამოიყენოს იგივე მოდელი.
იტალიაში რამდენიმე სპონსორია და მთავრობამ კლუბებს სავალო ვალდებულებები გადაუვადა. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან საინტერესო საგადასახადო წესები ჩამოსული მოთამაშეებისთვის“, - ციტირებს Marca-ს ტებასის სიტყვებს.