ფეხბურთი

1:40 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას და ოსიმენს 3-4 თამაში სკამზე დავტოვებდი!"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ „ნაპოლიში“ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

კოლოვატიმ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა, მისი თქმით, 3-4 თამაშით მათ სათადარიგო სკამზე დატოვებდა.

„როდესაც ორი თვის წინ „ნაპოლიში“ ახალი მწვრთნელი დანიშნეს, გასაგები იყო, რომ ნებისმიერს გაუჭირდებოდა ლუჩანო სპალეტის მემკვიდრეობის მიღება. გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ სკუდეტო 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო, ეს რაღაც ისტორიული, განუმეორებელი იყო.

ამ ეტაპზე კვარას და ოსიმენს 3-4 თამაში სკამზე დავტოვებდი იმის გამო, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. როგორ ბედავენ ასე განიხილონ გარსიას არჩევანი? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სურს, შეცდომის შემთხვევაში კი პასუხისმგებელია შედეგზე. ანგისა ფორმაში არ არის, ლობოტკა მოედანზე დადის, მოტივაციის პრობლემაა, მწვრთნელსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ ოსიმენის და კვარაცხელიას მსგავსმა ელემენტებმა გადაცემათა კოლოფი უნდა შეიცვალონ“, - თქვა კოლოვატიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.115098