„ნაპოლის“ მცველი ჟუან ჟეზუში გუნდს სანაკრებო პაუზამდე ვერ დაეხმარება. ბრაზილიელ მცველს სამედიცინო შემოწმებაზე ბარძაყის დაზიანება დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ერთი თვე მოედანზე ვერ გავა.
ჟუან ჟეზუშის დაბრუნება 21 ოქტომბერს, „რომას“ წინააღმდეგაა მოსალოდნელი სანაკრებო პაუზის შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამირ რაჰმანიც ტრავმირებულია, „ნაპოლის“ დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, რადგან მხოლოდ ორი ცენტრალური მცველია ჯანმრთელი - ნატანი და ლეო ოსტიგორი.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „უდინეზესთან“ ჩაატარებს.