Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას გამოეხმაურა, რომელიც მას „ბოლონიასთან“ შეცვლის შემდეგ ჰქონდა.
ამჯერად განსაკუთრებული პროტესტის გარეშე, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა უკმაყოფილება.
„ქართველი სათადარიგო სკამების საპირისპირო მხრიდან ტოვებს მოედანს და თვალისმომჭრელი ჟესტები არ გაუკეთებია, როგორც ეს მოხდა გენუაში მატჩში, მაგრამ დისკომფორტი რჩება და შესამჩნევია მოთამაშის პოზიცია, რომელიც ნელი ნაბიჯებით მიდის სკამისკენ და ჩერდება 8 ათასი ნეაპოლელის აპლოდისმენტებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც გუნდს მხარს დიდი ენთუზიაზმით უჭერდნენ”, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.