ფეხბურთი

11:00 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენმა გარსიას საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს"

რუდი გარსიას „ნაპოლიში“ პრობლემები აქვს, არა მარტო შედეგის მხრივ, არამედ ფეხბურთელებთანაც. ფრანგმა სპეციალისტმა „ბოლონიასთან“ ვიქტორ ოსიმენი შეცვალა, რომელსაც ამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია, რაც არ დაუმალავს.

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ განაცხადა, რომ ნიგერიელმა გარსიას ბოდიში საჯაროდ უნდა მოუხადოს.

„არ ვისურვებდი ფეხბურთელის ასეთ დამოკიდებულებას. ოსიმენმა საჯარო შეტევა განახორციელა და ხვალ გარსიას საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ჯერზე იგივეს სხვაც გააკეთებს“, - თქვა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.114679