ჭიდაობა

11:32 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლერი აბულაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც იქნა, ნავსი გავტეხე"

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ლერი აბულაძემ (63 კგ) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ეს გამარჯვება მწვრთნელების დამსახურებაა.

„ძალიან დიდი სიხარულია, ზედიზედ მესამე ფინალი იყო და როგორც იქნა, ნავსი გავტეხე. ძალიან გახარებული ვარ, მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, მათი დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი“, - თქვა აბულაძემ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. აბულაძის ოქრომდე ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე არაოლიმპიურ წონაში გამოდის, შესაბამისად, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკოსებმა ლიცენცია ვერც ერთ წონაში მოიპოვეს.

0.126847