ფეხბურთი

1:48 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" სპორტული დირექტორი გაათავისუფლეს

ამსტერდამის „აიაქსის“ დირექტორთა საბჭომ სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ინფორმაცია ნიდერლანდურ კლუბში ოფიციალურად დაადასტურეს. მისლინტატი „აიაქსში“ მიმდინარე წლის მაისიდან მუშაობდა და ზაფხულში ტრანსფერები მან განახორციელა.

სწორედ მისლინტატმა შეიძინა „მეციდან“ გიორგი მიქაუტაძეც, როგორც ნიდერლანდური მედია წერს, მთავარი მწვრთნელის ნებართვის გარეშე. სპორტულ დირექტორს კლუბში მხარდამჭერები არ ჰყავდა, რის გამოც მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს.

მისლინტატის გუნდიდან წასვლა გიორგი მიქაუტაძისთვის კარგი არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ ქართველ შემტევს მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი ჯერჯერობით არ ენდობა და ბოლო ორ მატჩში საერთოდ არ ათამაშა.

0.125317